მაიამის პოლიციამ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგო
Headline
აშშ-ში, მაიამის პოლიციის ოფიცრებმა მოკლულ მამაკაცს პატივი მუხლის მოდრეკით მიაგეს. მანამდე პოლიციამ 50-მდე დემონსტრანტი დააკავა ქუჩაში. 25 ქალაქში საპროტესტი აქციების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა.
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა არაერთ შტატში. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს.
30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.