ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობას

Tbilisi Daily

ამერიკელმა მეცნიერებმა დაასახელეს ის ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობას. ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა თავისი ნაშრომი ჟურნალ PLOS ONE-ში გამოაქვეყნეს. სპეციალისტების მონაცემების მიხედვით, კრონავირუსით დასნებოვნებულ პაციენტებს შორის, რომელთაც აღენიშნებოდათ სისხლში ვიტამინი D-ს ნორმული მაჩვენებელი, მნიშვნელოვნად ნაკლები იყო მძიმე მიმდინარეობა და ლეტალური გამოსავალი. ეს განსაკუთრებით საყურადღებო იყო 40 წელს გადაცილებული პირებისთვის. მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ სისხლში ვიტამინი D საკმარისი რაოდენობა, ისეთ გართულებას აცილებს, როგორიცაა ციტოკინური შტორმი. ა.შ.შ-ს როკლფელერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ COVID-19-ის დაავადების სიცოცხლისათვის საშიში გართულებები და სიკვდილიანობის შემთხვევები დაკავშირებული იყო იმუნური სისტემის მუშაობასთან. მკვლევარების დასკვნების თანახმად, COVID-19-ის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების დაახლოებით 3,5%-ს აღენიშნება გენებში მუტაცია, რომლებიც მონაწილეობენ ვირუსის საწინააღმდეგო დაცვაში.