"ჰქონდა ღვიძლის ციროზი, ფიბროზი, იყო ნარკოდამოკიდებული. აღენიშნებოდა ალკოჰოლიზაცია..."
Kutaisi Daily
თერჯოლის კოვიდცენტრში კორონავირუსით 47 წლის კაცი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში თბილისიდან 16 ოქტომბერს გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის, დავით სარიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს ფსიქიკური პრობლემები და სხვა თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
"ჰქონდა ღვიძლის ციროზი, ფიბროზი, იყო ნარკოდამოკიდებული. აღენიშნებოდა ალკოჰოლიზაცია და ფსიქიკური პრობლემები. ჰქონდა ღვიძლის უკმარისობა, გასტრიტი და სხვა დაავადებები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე იყო უმძიმესი,"-განაცხადა დავით სარიშვილმა.
კოვიდცენტრში 83 პაციენტი მკურნალობს. მათგან 18 რეანიმაციულ განყოფილებაშია. 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #სიახლეები #კორონავირუსი #გარდაცვალება #kutaisidaily
radiodk.ge