საქართველოში ტრაილერის 63 მძღოლია კოვიდინფიცირებული
Tbilisi Daily
„მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულადაა გაზრდილი ტესტირება. საზღვარზე შემოსულ ტრაილერების მძღოლებზე დაახლოებით 40 000-მდე სწრაფი ტესტია ჩატარებული. საეჭვო შემთხვევა და დადებითი პასუხი შემდგომ მოწმდება PCR ტესტით და 63 მძღოლს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 4 კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი შემთხვევების, სწორედ სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან.
„ბოლო 4 კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი შემთხვევების სწორედ სატვირთოების მძღოლები არიან. თითოეული მათგანის სწრაფი იდენტიფიცირება ხდება და არ მიეცათ მათ საშუალება, ინფექციის შემდეგომი გავრცელების. ამ სისტემამ კარგად იმუშავა. 63 მძღოლია, რაც საკმაოდ დაბალი პროცენტია იმ მძღოლებისა, რომლებსაც ყოველდღიურად შემოაქვთ ტვირთი საქართველოში, სადღაც 0.2 პროცენტის ფარგლებშია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.