სომხეთში კორონავირუსის 2 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 27 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 104 249-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 533-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 63 258 პაციენტი გამოჯანმრთელდა.