პაატა იმნაძე ორსულებს გრიპის ვაქცინაციისკენ მოუწოდებს: მათთვის კოვიდი უფრო საშიშია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ორსულებსა და სხვა რისკ ჯგუფების წარმომადგენლებს მოუწოდებს გრიპის ვაქცინაციისკენ. მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინა 211 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა და კიდევ არის 20 ათასზე მეტი დარჩენილი. "ორსულებს დღესაც მოვუწოდებ იმიტომ, რომ მათთვის გრიპი უფრო საშიშია, ვიდრე კოვიდი. მოვუწოდებ, რომ აიცრან", - განაცხადა იმნაძემ. მისი თქმით, საქართველოში ისევე, როგორც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, გრიპი აქტიურად არ არის გავრცელებული. ამის მიზეზი ქვეყნებში გამოცხადებული "ლოკდაუნი" და კორონავირუსის პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებებია.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31036046.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები