რუსეთის "გზავნილი" მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს

Sokhumi Daily

"ადამიანთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის შესახებ" რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკურ - სანიტარულ და ეპიდემიოლოგიურ ცენტრებს ათასი ცალი კოვიდტესტი გადასცა. "ეს შესაძლებელი გახდა აფხაზეთისა და რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მჭიდრო ურთიერთქმედების შედეგად. ახლა ჩვენ შეგვიძლია შეჩერების გარეშე ვიმუშაოთ და დროულად გავაკეთოთ ყველა ტესტი, რომლებიც ჩვენთან უკვე ჩამოტანილია.” - აცხადებენ ოკუპირებული ტერიტორიის ლაბორატორიაში. რუსული სამეცნიერო ცენტრის "ვექტორის" ტესტი აფხაზეთში რუსეთიდან გაიგზავნა, რათა "დაეხმაროს" მისივე ოკუპირებულ მხარეს ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს როსპოტრებნადზორის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკაში გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების მეორე პარტიაა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა