Daimler-ი დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს ბონუსის სახით 1 000 ევროს გადაუხდის
Tbilisi Daily
გერმანული ავტოკონცერნი Daimler-ი დისტანციურ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლებს 1000-1000 ევროს გადაუხდის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ ბონუსს დაახლოებით 160 ათასი ადამიანი მიიღებს.
„კორონავირუსის გამო 2020 წელი რთული იყო. ამ ექსტრაორდინალურ დროში კომპანიას ყოველთვის ჰქონდა ჩვენი თანამშრომლების იმედი“, - განაცხადა Daimler-ის კადრების განყოფილების უფროსმა უილფრედ პორტმა.
2020 წლის მეორე კვარტალში კომპანიის ზარალმა 2 მილიარდი ევრო შეადგინა. ეს შარშანდელ მაჩვენებელზე 1,5-ჯერ მეტია.