"აზოტი ჰქონდა, დიალიზს უკეთებდნენ, იმ დღეს კლინიკაში რა გაუკეთეს არ ვიცი, გზაში დაიღუპა"

Tbilisi Daily

ბა­თუმ­ში გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12 წლის გო­გო­ნას კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბამ­დე ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი, მათ შო­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ოჯა­ხი ბავ­შვის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქტს გა­მო­რი­ცხავს. მათი თქმით, რე­ა­ნო­მო­ბილს სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არ ჰქონ­და, რის გა­მოც ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა ვერ უზ­რუნ­ველ­ყვეს."და­ახ­ლო­ე­ბით 01:30 სა­ა­თი იყო, ბავ­შვი შე­უძ­ლოდ გახ­და და ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იქ სის­ხლის გა­დას­ხმა და­უ­წყეს, თუმ­ცა ნა­ხე­ვა­რი ჰქონ­და გა­დას­ხმუ­ლი, სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეს და თბი­ლის­ში გა­დაყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტეს. და­ბა­დე­ბი­დან არ ჰქონ­და ცალი თირკმე­ლი და კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე დი­ა­ლიზს უკე­თებ­დნენ. იმ დღეს კლი­ნი­კა­ში რა გა­უ­კე­თეს არ ვიცი, გზა­ში და­ი­ღუ­პა. რო­გორც მე ვიცი, აზო­ტი ჰქონ­და. კლი­ნი­კა­ში რომ ყო­ფი­ლი­ყო, დღეს ცო­ცხა­ლი მე­ყო­ლე­ბო­და.კო­რო­ნა­ვირუ­სი არ ჰქო­ნია, არც სი­ცხე ჰქონ­და და არც ხვე­ლა. ტემ­პე­რა­ტუ­რით შე­მო­ვი­დაო რომ ამ­ბო­ბენ, ეგ აწყობთ მა­გათ. არა­ვის აქვს სახ­ლში სი­ცხე, 7 წევ­რი მყავს. დი­ა­ლი­ზი სჭირ­დე­ბო­და. შა­ბათ-კვი­რას დას­ვე­ნე­ბა იყო. სა­ღა­მოს მი­თხრა კარ­გად არ ვარო, ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა ჰქონ­და. ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ რე­ა­ნო­მო­ბილ­ში ჟანგბა­დი არ ეყო“, - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის ბა­ბუა. ბა­თუ­მის დე­და­თა და ბავ­შვთა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, თა­მარ ბახ­ტა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე მძი­მედ შე­ფას­და და სპე­ცი­ა­ლურ კლი­ნი­კა­ში რე­ფე­რი­რე­ბი­სას მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო დამ­ძიმ­და. „ჩვე­ნი კლი­ნი­კის მედ­პერ­სო­ნალ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შვი გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. კლი­ნი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად მას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ქრო­ნი­კუ­ლი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გამო დი­ა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. დარ­ღვე­უ­ლი იყო კლი­ნი­კო ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ბახ­ტა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენ­ტის რე­ფე­რი­რე­ბა თბი­ლის­ში, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ კლი­ნი­კა­ში გა­და­წყდა, თუმ­ცა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. „კლი­ნი­კა­ში შე­მოს­ვლი­სას სხვა­დას­ხვა სის­ტე­მის უკ­მა­რი­სო­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა წამ­ყვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა იყო ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებ­და. დი­ა­ლი­ზი ჩვენს კლი­ნი­კა­ში არ ტარ­დე­ბა. შიდა სა­მე­დი­ცი­ნო მოკ­ვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­და კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა.