,,ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" კორონავირუსისაგან 3 წლის ბავშვი..."
Kutaisi Daily
ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" კორონავირუსისაგან 3 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა. კლინიკისათვის აღნიშნული პაციენტი პირველი გამოჯანმრთელებულია და ის ქობულეთიდანაა.
კლინიკაში 83 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათ შორის 14 ბავშვი, 8 ორსული და 1 მელოგინეა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმედ ფასდება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ხანდაზმული ქალის მდგომარეობა. კლინიკაში კოვიდ 19-ისაგან ორი პაციენტი გარდაიცვალა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #კორონავირუსი #ბომონდი #ბავშვი #kutaisidaily
წყარო-radiodk.ge