კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი ბათუმში

Batumi Daily

stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კიდევ ერთი, 27-ე კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი, 54 წლის კაცი, საავადმყოფოში 20 სექტემბრის 15:45 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. მას აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება და ფილტვის დაზიანება. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობის კურსს. „პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდ უკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. #batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #ახალიამბებიაჭარაში #ბათუმი #batumi