„ჩვენ არ გვაქვს საიდუმლოები,როგორც კი ვიღებთ ინფორმაციას, მას გავცემთ, ვინაიდან ეს სიცოცხლეს ეხება”
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=141887
„ჩვენ არ გვაქვს საიდუმლოები WHO-ში“, –განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თედროს გებრეიესუსმა. მან ბრიფინგი აშშ-ის ბრალდებებთან დაკავშირებით გამართა და განაცხადა , რინ ორგანიზაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით არცერთი ქვეყნის მონაცემები არ დაუმალავთ.
„ჩვენ არ გვაქვს საიდუმლოები WHO–ში, როგორც კი ვიღებთ ინფორმაციას, მას გავცემთ, ვინაიდან ეს სიცოცხლეს ეხება“, – აღნიშნა გებრეიესუსმა.
მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკური უთანხმოებები ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის მცდელობებს ხელს შეუშლის.
„იცით მე საიდანაც ვარ – მე ვიცი ომი. მე ვიცი სიღარიბე. მე ვიცი დაავადება. მე ვიცი ადამიანები როგორ იტანჯებიან ამ პირობებში. მე ვიცი, როგორ იღუპებიან ადამიანები სიღარიბის გამო“, – აღნიშნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის წყვეტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსებას, ვინაიდან მან ვერ შეძლო სათანადოდ ეპიდემიის მართვა და ზედმეტად მიენდო ჩინეთს.