განახლებული კოვიდმონაცემები ოკუპირებულ აფხაზეთში
Sokhumi Daily
გასული დღის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 269 - მა ადამიანმა ჩაიტარა. 90 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი.
70 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი კოვიდმიმღებ კლინიკაში 2 ნოემბრის შემდეგ მკურნალობდა. "მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა" - ამბობენ მედიკოსები.
გუდაუთის კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობას 75 პაციენტი გადის, მათგან 56 პირს კორონავირუსული ინფექცია აქვს. 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 21 - ის კი, საშუალო.
რაც შეეხება სოხუმის ინფექციურ კლინიკას, აქ მკურნალობას 31 კოვიდპაციენტი აგრძელებს. 1 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ასევე სოხუმში, აიტარის პანსიონატის ტერიტორიაზე განლაგებულ მობილურ მულტიდისციპლინურ საავადმყოფოში 32 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 29 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 3 პაციენტი მძიმედაა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა