მაიკ პომპეო: ვლადიმერ პუტინი ნამდვილი საფრთხეა მათთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს

Tbilisi Daily

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნამდვილი საფრთხეა მათთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა. „ვინ არის მტერი - ამ შეკითხვას მუდმივად მისვამენ და პასუხია, რომ ჩვენი ცხოვრების წესისთვის, ჩვენი რესპუბლიკისთვის და ჩვენი დემოკრატიული პრინციპებისათვის ძირის გამოთხრა ბევრს სურს. რუსეთი უდავოდ ამ სიაშია“, - აღნიშნა პომპეომ. მან რუსეთს ამერიკულ სახელმწიფო უწყებებზე, არასამთავრობო დაწესებულებებსა და კომპანიებზე განხორციელებულ ბოლო მასშტაბურ კობერშეტევაში დასდო ბრალი.