ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის 2 111 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Tbilisi Daily

ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის 2 111 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში გამოვლენილია ინფიცირების 46 262 შემთხვევა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 495-ს აღწევს. „როიტერი“ წერს, რომ ჩეხეთში ვირუსი რეკორდული სისწრაფით ვრცელდება.