შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამის თქმით, სახლში, სავარაუდოდ, მოსასმენი მოწყობილობა იპოვა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა აცხადებს, რომ სახლში, შესაძლოა, მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა.  თამაზ ხომასურიძე მედიასთან ამბობს, რომ მეგობარმა მისცა სამძებრო მოწყობილობა, რომლითაც შემოიარა ოთახები და აღმოაჩინა მოწყობილობა, რომელიც ძალიან ჰგავს მოსასმენ აპარატურას.  ხომასურიძეს ეჭვი აქვს, რომ პოლიცია უსმენდა, რადგან მათ გარდა სახლში არავინ ყოფილა. მისივე თქმით, ასეთივე მოწყობილობა აღმოაჩინეს კიდევ ერთი ბრალდებულის, ჩიქოვანის სახლში, დაახლოებით, ერთი თვის წინ, მას შემდეგ, რაც სახლში ჩხრეკა ჩატარდა. თუმცა ხომასურიძის თქმით, მაშინ ოჯახმა ამის შესახებ არ განაცხადა. ხომასურიძის სახლში ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ. შსს-ს რადიო თავისუფლებამ მიმართა, თუმცა უწყებაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/30807385.html #ახალი_ამბები #twitter