ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კურცხალში, ავარიის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივებისცნობით, სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ორი კი დაშავდა. დაშავებულები, სასწრაფოსამედიცინო ბრიგადამ ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.