ვინ არის სასულიერო პირი,რომელიც ტრენაჟორებზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა?

Kutaisi Daily

სამი დღის წინ ჭიათურის სპორტდარბაზში სასულიერო პირი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი დეკანოზი მამა მიქაელია (მამუკა ბიწაძე), რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა ის მაინც ვარჯიშობდა. „გულის პრობლემა ჰქონია, მაგრამ მაინც ვარჯიშობდა. ცუდად გამხდარა და ადგილზე გარდაცვლილა. იმ დროს, გვერდით დარბაზში, თემურ მაღრაძის სახელობის თასის ფეხბურთის ფინალური მატჩი იმართებოდა. ატყდა ჩოჩქოლი. მერე გავიგეთ რაც მოხდა.“ – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ჭიათურელები ამბობენ, რომ სასულიერო პირი წარსულში მკლავჭიდელი იყო და ის სისტემატიურად ვარჯიშობდა. „მამა მიქაელი კარგი მოძღვარი გახლდათ. მის გასვენებაში ბევრი ადამიანი იყო ჩამოსული.“- განაცხადა მონაზონმა. 46 წლის სასულიერო პირს ოთხი შვილი დარჩა. ის ჭიათურაში ხარების სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლეები #სასულიეროპირი #ვარჯიში #ჯანსაღიცხოვრება #kutaisidaily წყარო - primetime