UNICEF: საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 %-ს სახლში ინტერნეტი არ აქვს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU)  ახალი ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დახურვა შეეხო დაახლოებით 661 500 ბავშვს, რომლებსაც მოუწიათ გადასვლა ვირტუალურ რეჟიმში სწავლაზე. „ის ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, შესაძლოა განათლების ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩნენ”, - აღნიშნულია ანგარიშში, რომლის თანახმადაც ჯერ კიდევ პანდემიამდე, მზარდი იყო იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც ესაჭიროებოდათ საბაზისო, ციფრული, დასაქმების შესაბამისი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების შესწავლა, 21-ე საუკუნის ეკონომიკის პირობებში კონკურენტუნარიანობის მისაღწევად. საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგელის, ღასან ხალილის გაცხადებით, ინტერნეტზე წვდომის არარსებობა ბავშვებსა და ახალგაზრდებს ხელს უშლით, იყვნენ კონკურენტუნარიანები თანამედროვე ეკონომიკაში: ”ისინი იზოლირებულნი არიან დანარჩენი სამყაროსგან. ხოლო სკოლების დახურვის შემთხვევაში, რაც ახლა ხდება COVID-19–ის გამო, ინტერნეტის არქონა ბავშვებს განათლებაზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს”, - აღნიშნა  ღასან ხალილმა. საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს შორისაა დიდ ქალაქებში სკოლების, პროფსასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრულად დისტანციურ რეჟიმში მუშაობა.კერძო და საჯარო ბაღები კი მუშაობას აჩერებენ. საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვები  28 ნოემბრიდან შევიდა ძალაში.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30978200.html #ახალი_ამბები #twitter