ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გავიმარჯვო-ტრამპი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142495 აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვოს. დონალდ ტრამპის განმარტებით, მიზეზი ოფიციალური პეკინის კრიტიკაა, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ დაიწყო. კოვიდ 19-ის პანდემიის გამო ტრამპს ვაშინგტონი უკვე რამოდენიმე კვირაა არ დაუტოვებია. მისი თქმით, მომავალი კვირიდან ქვეყნის შიგნით ვიზიტებს განაახლებს და პირველი არიზონას ეწვევა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა მალე მასობრივი ღონისძიებების გამართვას შეძლებს.