კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმერეთში
Kutaisi Daily
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 68 იმერეთში გამოვლინდა.
მისივე თქმით, დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევა არის 4672, საიდანაც 60 არის კრიტიკულ მდგომარეობაში, მათგან 59 პაციენტი არის მართვით სუნთქვის სხვადასხვა რეჟიმზე, ამასთან 9 პაციენტი არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ცენტრში 42 კოვიდ-19-ით ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 6 მძიმე პაციენტია.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #სიახლეები #კორონავირუსი #ახალიშემთხვევები #kutaisidaily