წინა დღეებთან შედარებით შემცირებულმა ტესტირებამ კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოავლინა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 10 678 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 133 შემთხვევა. 3 მარტი საქართველოში უქმე იყო და წინა დღეებთან შედარებით სულ მცირე ორჯერ ნაკლები ტესტირება  სავარაუდოდ, ამას უკავშირდება. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 1.25%; ბოლო 7 დღის - 1.25%; ბოლო 14 დღის - 1.65%. გასული დღე-ღამის განმავლობაში 276-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 271 872 შემთხვევა. მათგან 266 081 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3553 ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31132693.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები