წინასწარი პატიმრობა შვილის ცემისთვის

Tbilisi Daily

9 წლის შვილზე ფიზიკურად ძალადობაში ბრალდებული დედა ხელვაჩაურის სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც პატიმრობის შეცვლას 3 000 ლარიანი გირაოთი ითხოვდა. გამოძიების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც აეროპორტის დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თავის 9 წლის გოგონაზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა. ბავშვს სხეულზე სხვადასხვა სახის ტრამვული დაზიანებები აღენიშნებოდა. ამ ეტაპზე მოზარდი სახელწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფება. კიდევ 2 არასრულწლოვანზე, რომელიც ამავე ოჯახის წევრები არიან, ბიოლოგიური მამა იზრუნებს. #ახალიამბები