"ექიმმა მითხრა, რომ სიმსივნე მქონდა, მახსოვს, დრო გაჩერდა... მეუღლემ ბევრი რამ გადამატანინა"

Tbilisi Daily

მკერ­დის სიმ­სივ­ნეს დღეს ბევ­რი ქალ­ბა­ტო­ნი ებ­რძვის. კიბო რომ გა­ნა­ჩე­ნი არ არის, ამას ყვე­ლა ამ­ბობს, თუმ­ცა იმის მოს­მე­ნა, თუ რო­გორ და­ა­მარ­ცხა ეს ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბა კი­დევ ერ­თმა ადა­მი­ან­მა, სი­ხა­რუ­ლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნია. 32 წლის ანა დგე­ბუ­ა­ძე წარ­მო­შო­ბით ხო­ბი­დან, სა­მეგ­რე­ლო­დან არის. ისიც ერთ-ერთი მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც სიმ­სივ­ნე სულ ახ­ლა­ხან და­ა­მარ­ცხა და ცხოვ­რე­ბას გა­ნაგ­რძობს. ანა, მე­უღ­ლე­სა და შვილ­თან ერ­თად, საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს. მისი ბრძო­ლის ის­ტო­რი­ის მო­სას­მე­ნად, გო­გო­ნას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით და­ვუ­კავ­შირ­დით: - 2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში მკერ­დში პა­ტა­რა კვან­ძი შევ­ნიშ­ნე. სულ დავ­დი­ო­დი გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე და მე­ო­რე დი­ლი­თაც მი­ვე­დი ექიმ­თან. მე­უღ­ლე არ გა­ვი­ყო­ლე, რად­გან მარ­ტო მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და მარ­ტოს მი­მე­ღო ეს დარ­ტყმა. და­მი­ძა­ხეს და ექიმ­მა მი­თხრა, რომ სიმ­სივ­ნე მქონ­და, მახ­სოვს, დრო გა­ჩერ­და. ეს იმ­დე­ნად შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო ჩემ­თვის, რომ სი­ტყვე­ბით ვერც გად­მოვ­ცემ. კიბო ყო­ველ­თვის სიკ­ვდილ­თან და დე­და­ჩემ­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, მა­შინ მე ბევ­რს არა­ვის ვიც­ნობ­დი და არც ბევ­რი რამ ვი­ცო­დი ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ. ვფიქ­რობ­დი, რომ ეს იყო გა­ნა­ჩე­ნი, ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბო­და და ჩემს თავს ვუ­თხა­რი, მორ­ჩა, ანი, აღარ ხარ, სა­დღაც 6-7 თვე გაქვს დარ­ჩე­ნი­ლი-მეთ­ქი. სა­კუ­თა­რი თავი გა­მო­ვი­ტი­რე.რო­დე­საც 20 წლის ვი­ყა­ვი, დე­დას საშ­ვი­ლოს­ნოს სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა, მე-4 სტა­დია, ექი­მებ­მა უთხრეს 3 თვეს იცო­ცხლე­ბო, თუმ­ცა 10 თვეს იცო­ცხლა და გარ­და­იც­ვა­ლა. იმ დროს დედა ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბო­და, ახ­ლაც მინ­და, ჩემს გვერ­დით იყოს და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე დამ­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ - აღარ არის. რო­დე­საც დედა დავ­კარ­გე, სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბაც მქონ­და, თუმ­ცა არ გა­მო­მი­ვი­და, რო­გორც ჩანს, ღმერ­თს არ სურ­და ამით დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა­ფე­რი, არ ვე­მე­ტე­ბო­დი სიკ­ვდი­ლის­თვის. დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­მოკ­ლე­ვა­ზე ყო­ველ­თვის დავ­დი­ო­დი, გე­ნე­ტი­კუ­რი ფონი მქონ­და და შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, სიმ­სივ­ნის წარ­მოქ­მნა­ზე ემოქ­მე­და. ასეც მოხ­და. დი­აგ­ნო­ზის დას­მი­სას პირ­ვე­ლად იმა­ზე დავ­ფიქ­რდი, რომ ჩემი შვი­ლი უდე­დოდ არ უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, დედა ყვე­ლას სჭრ­დე­ბა გვერ­დით. თე­ბერ­ვალ­ში გა­ვი­გე, რომ სიმ­სივ­ნე მქონ­და და მა­ლე­ვე, მარ­ტში საფ­რან­გეთ­ში წა­მო­ვე­დი სამ­კურ­ნა­ლოდ. ახ­ლაც აქ ვარ მე­უღ­ლე­სა და შვილ­თან ერ­თად. - რა რეაქცია ჰქონდათ მეგობრებსა და ახლობლებს, როდესაც შენი ამბავი გაიგეს? - დიაგნოზი არავისთვის დამიმალავს, ყველას ვუთხარი და ყველამ განიცადა - ჩემმა დებმა, მეუღლემ, მამიდამ გამომიტირეს. მალევე მამიდასაც სიმსივნე აღმოაჩნდა, თუმცა როდესაც მე გავიგე, მაშინ არაფერი იცოდა, მოგვიანებით შეიტყო და დღეს მამიდა ცოცხალი აღარაა. ყველამ ძალიან განიცადა ჩემი ამბავი, განსაკუთრებით, ჩემმა მეუღლემ, რომელიც ყოველდღე განიცდიდა ამ მდგომარეობას, მაგრამ მაგრად დამიდგა გვერდში, მართლა მაგრად მედგა. მკურნალობის პერიოდში ცუდად ვიყავი, ხასიათი შემეცვალა, ცუდად ვრეაგირებდი ყველაფერზე, მაგრამ გამიძლო და ვამაყობ ჩემი მეუღლით. - მოგვიყევი მკურნალობის პერიოდზე... - დიაგნოზის დასმის შემდეგ საფრანგეთში წამოვედი. ვიცოდი, აქ ყველაფერი რთულად იქნებოდა, მაგრამ მაინც გავრისკე. ვიფიქრე, თუ გამოვა, გამოვა, თუ არადა, ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები-მეთქი. საფრანგეთში ლტოლვილად ჩაბარებულებს 100%-იანი დაზღვევა ეკუთვნით, ამიტომ გადავწყვიტე, რომ აქ აჯობებდა მემკურნალა, თან თანხაზე სადარდებელი არ მექნებოდა. ფრანგმა ექიმებმა იმედები გამიმართლეს, ყველაფრით კმაყოფილი ვარ. პირველ ჯერზე, 20 ივნისს ოპერაცია გავიკეთე, აგვისტოში - ქიმიოთერაპია დავიწყე და თებერვალში - სხივური თერაპიით განვაგრძე მკურნალობა. ქიმიასთან ერთად, პერიოდულად, მიკეთდებოდა ჰერცეპტინის ნემსი, რომელიც იმ პაციენტებს სჭირდებათ, რომლებიც HER2 დადებითი არიან. ეს პრეპარატი საქართველოში ძალიან ძვირი ღირს, არადა, ამ ინიექციის გარეშე მკურნალობა შედეგიანი ვერ იქნება. ჩათვალეთ, რომ აზრი არაფერს აქვს. - როგორ იყავით ოპერაციისა და მკურნალობის შემდეგ? - ოპერაციის შემდეგ ყველაფერი კარგად მიდიოდა. იმდენად მინდოდა სიცოცხლე, რომ ვიცოდი, კარგად ვიქნებოდი. ოპერაციიდან მეორე დღეს გამომწერეს და ქიმიაც დავიწყე. ქიმიოთერაპიაზე ცუდად ვრეაგირებდი. 12 ქიმია გავიკეთე და 33 სხივური თერაპია. სხივები ქიმიასთან შედარებით არაფერია, - ასე ვამბობ ხოლმე, - ვისაც ქიმიოთერაპიის კურსი აქვს გამოვლილი, მას ცხოვრებაში აღარაფრის შეეშინდება-მეთქი. ქიმიის პირველი კურსის შემდეგ თმის ცვენა დამეწყო და, როგორც კი შევნიშნე, მეუღლეს ვუთხარი თავი გადაეპარსა ჩემთვის. მოგვიანებით წარბები და წამწამებიც დამცვივდა. - ამ ყველაფერს მეუღლესთან ერთად თქვენი შვილიც ხედავდა, როგორ მიიღო მან ეს დიაგნოზი? - ჩემი შვილი 6 წლის არის, ჯერ პატარაა და ბოლომდე არ ესმის. სიმართლე გითხრათ, არც მინდა, რომ ესმოდეს. მეუღლე ყოველთვის ეუბნებოდა, რომ დედა ცუდად არის და მას უნდა გავუფრთხილდეთ, უნდა მოვეფეროთ, ვაკოცოთ და გვერდში დავუდგეთო. ბავშვი კი იმას მეუბნებოდა, დედიკო გრძელი თმა მინდა, რომ გქონდეს ისევ და რატომ აღარ გაქვსო. დღეს უკვე თმაც მაქვს და ჩემი გრძელი წამწამებიც დაბრუნდა. - რა შეცვალა ამ დაავადებამ თქვენში? - ძალიან ბევრი რამ, ყველა და ყველაფერი დავაფასე, ჩემი ცხოვრება 100%-ით კარგის მხრივ შეიცვალა, ბრძოლა ვისწავლე და ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი იმ მომენტში ვიყავი და ამაზე რთულად ვერაფერს გადავიტან, ჩემთვის გადაულახავი ბარიერი უკვე აღარ არსებობს. მკურნალობის პერიოდში პერიოდულად მიჩნდებოდა ფიქრები, რომ იქნებ სხვანაირად დასრულებულიყო ყველაფერი. ვიდრე ბოლომდე არ დასრულდა მკურნალობა, ეს ფიქრები ვერ მოვიშორე. როგორც კი ჩემმა ექიმმა მითხრა, ანი შენ კარგად ხარო, იმ წუთიდან გამიბრწყინდა თვალები, იმ წუთიდან ჩემი ქმარიც სულ სხვანაირად მხედავს, ამბობს ხოლმე, შენ ახლა სულ სხვანაირი ხარო. - რას ამბობენ ახლა თქვენი ახლობლები და მეგობრები? - დები დღემდე დარდობენ ჩემზე, მეც სულ ვაფრთხილებ, გენეტიკიდან გამომდინარე იარონ ექიმთან. ყველას ვეუბნები, რომ 6 თვეში ან 1 წელიწადში ერთხელ გამოკვლევაზე მისვლა აუცილებელია. მესმის, რთულადაა საქართველოში ყველაფერი, მაგრამ სიცოცხლე დასაფასებელია, საკუთარ თავზე თუ არა, ახლობლებსა და შვილებზე იფიქრეთ. დედა რომ გარდამეცვალა, იმდენად მჭირდებოდა ის გვერდით, რომ თავის მოკვლაზე ვფიქრობდი. შვილებს დედები განსაკუთრებით სჭირდებათ, ამიტომ ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ. - ბოლო შეკითხვა, რას ეტყოდით მათ, ვინც ახლა გაიგო თავისი დიაგნოზი ან მკურნალობას იწყებს? - ვეტყოდი, რომ საშიში არაფერია და მე, ჯვარი მწერია, მაგრამ თუ მეორედ დამემართება სიმსივნე, აუცილებლად გადავიტან, მთავარია, გადავრჩე და ამისთვის ვიბრძოლებ. სულ ვეუბნები ადამიანებს, რომ იბრძოლონ, გასცვივდეთ თმა და წარბები, მერე რა, ის თმა ხომ ისევ ამოვა, მთავარია, არ დანებდნენ და საბოლოოდ გადარჩნენ ამ ბრძოლაში.