თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციამ რეგულაციის დარღვევისთვის გაფრთხილება მიიღო

Tbilisi Daily

თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციამ რეგულაციის დარღვევისთვის გაფრთხილება მიიღო. ობიექტზე შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები დღეს იმყოფებოდნენ. გაფრთხილების მიზეზად თერმოსკრინინგის აპარატების არასაკმარისი რაოდენობა სახელდება, რის გამოც ადმინისტრაციას მისი შეძენა გონივრულ ვადაში დაევალა. თელავის აგრარული ბაზრის დირექტორის, მერაბ თურქოშვილის თქმით, აუცილებლად თერმოსკრინინგის აპარატებს აუცილებლად შეიძენენ. „აუცილებლად შევიძენთ თერმოსკრინინგის აპარატებს. პრობლემის გამოსასწორებლად ვადა დილამდე მოგვცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვაჯარიმებენ“, - განაცხადა მერაბ თურქოშვილმა.