კახეთში მოიპარეს მიუსაფარი ძაღლებისთვის ნაყიდი სახლები
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანთან მდებარე უღელტეხილზე მიუსაფარი ძაღლებისთვის განთავსებული ხის სახლების ნაწილი მოიპარეს.
ლაგოდეხის მერის მოადგილემ ზურაბ ჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოპარულია სამი სახლი. მერიამ მომხდარი ფაქტი აცნობა პოლიციას, რომელმაც გამოძიება დაიწყო.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუსაფარი ცხოველებისთვის ხის 14 სახლი 2019 წელს შეიძინა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაიხადა დაახლოებით 4500 ლარი. სახლები დადგეს ბაისუბნის მახლობლად, სადაც ბევრი მიუსაფარი ძაღლი იკრიბება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30783265.html
#ახალი_ამბები
#twitter