ქუთაისის 32-ე სკოლის 21 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქუთაისის 32-ე სკოლის 21 თანამშრომელს, მათ შორის დირექტორს და მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადასტურებს სკოლის დირექტორის მოადგილე. ნათია ხაზარაძის თქმით, თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფება. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდებიან. როგორც დირექტორის მოადგილე აღნიშნავს ამ დროისთვის სიმპტომი არავის აქვთ. სავარაუდოდ ინფიცირების წყარო თბილისში გამართული ქორწილია. ფოტო: არქივი