ბელარუსის დემოკრატიულ ოპოზიციას სახაროვის პრემია მიენიჭა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ევროპარლამენტმა ბელარუსის დემოკრატიულ ოპოზიციას 2020 წლის სახაროვის პრემია მიანიჭა.
ადამიანის უფლებების სფეროს ეს ჯილდო ატარებს საბჭოთა ფიზიკოსისა და დისიდენტის, აკადემიკოს ანდრეი სახაროვის სახელს. ის 1988 წელს დააწესა ევროპის პარლამენტმა იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების ღვაწლის აღსანიშნავად, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს იცავენ.
პრემია ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციას მიენიჭა 2004 წელს და ბელარუსის საპრეზიდენტო კანდიდატ ალიაქსანდრ მილინკევიჩს - 2006 წელს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30906862.html
#ახალი_ამბები
#twitter