აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ დავით გაბაიძე აირჩიეს

Batumi Daily

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს. მმართველი გუნდის 14-მა დეპუტატმა მას თავმჯდომარის მანდატი 4 წლით კვლავ ჩააბარა. "ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ უნდა იმუშაოს დარგობრივ კანონმდებლობაზე და ფაქტობრივად ამ ნაწილში სივრცე აბსოლუტურად თავისუფალია. ჩვენ გვაქვს სივრცე, რომ მაქსიმალურად გავშალოთ საკანონმდებლო საქმიანობა და ამ მიმართულებით მე კომიტეტების იმედი მაქვს. დარგობრივი კანონმდებლობა მე ვფიქრობ არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოსთვის. ჩენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის ბერკეტი, რომელიც გვაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის მიზნით და საგაზაფხულო სესიიდან ჩვენ დავიწყებთ მინისტრის საათში მუშაობას, მოვუსმენთ ოთხივე მინისტრის, შემდეგ მოვუსმენთ მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს" - განაცხადა დავით გაბაიძემ. მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას მმართველი გუნდის 14 დეპუტატი ესწრება. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს. პარალელურად, ოპოზიციურმა პარტიებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, სადაც დღეს პირველი სხდომა იმართება აქცია მოაწყვეს. ორგანიზაციების: ''არ დათმო'', ''ალტერნატივასა'' და ''იმოქმედეს'' წევრებმა ნაგვის ურნები მიიტანეს, რომელზეც პოლიტიკოსების ფოტოებია დამაგრებული და აქვს წარწერა: მონობა ტეხავს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში