ისრაელმა სირიის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ბაზები დაბომბა

Interworld

ისრაელის თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატებმა სირიის სამხრეთ ნაწილში მდებარე ადგილობრივი სახელისუფლებლო ძალების კუთვნილ სამხედრო ობიექტებზე შეტევები განახორციელეს. აღნიშნული ქმედება მოჰყვა რამდენიმე საათით ადრე სირიელი მეამბოხეების ისრაელის ტერიტორიაზე შესვლისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟების მცდელობებს. ისრაელის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული შეტევები და აღნიშნა, რომ ძირითად სამიზნეს ადგილობრივი არმიის ბაზებზე არსებული სადამკვირვებლო-სამეთაურო პუნქტები, სადაზვერვო-ტექნიკური და კონტროლის სისტემები, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო ობიექტები. საპასუხოდ, სირიის ხელისუფლება დაადასტურა ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშები და აღნიშნა, რომ სამხედრო ვერტმფრენებმა სარაკეტო შეტევები მიიტანეს ბაზებზე განლაგებულ სადამკვირვებლო პუნქტებზე. ზემოხსენებული შემთხვევა არის ისრაელის ჩრდილოეთ საზღვრებზე არსებული დაძაბულობის გაგრძელება, რომელიც მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ებრაელთა შეტევებმა, სირიაში პრო-ირანული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ 1 მებრძოლის სიცოცხლე იმსხვერპლა და ივარაუდება, რომ მილიტარიზებული ორგანიზაცია ამისთვის საპასუხო ნაბიჯს გადადგამს. ორშაბათს, 3 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ე.წ. გოლანის სიმაღლეებზე „არაბუნებრივი აქტიურობა“ დააფიქსირეს. შესაბამისად, სახმელეთო დანაყოფებმა მეამბოხეების წინააღმდეგ გახსნეს ცეცხლი, რომლებიც სავარაუდოდ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ამონტაჟებდნენ კონკრეტულ ტერიტორიაზე. ზოგადად „გოლანის სიმაღლეების“ დაკავება ისრაელმა 1967 წელს შეძლო და მოგვიანებით მისი ანექსირება განახორციელა. აშშ არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ამ ტერიტორიას ოფიციალური თელ-ავივის სუვერენულ სივრცედ აღიარებს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Israel #Syria #Lebanon #Hezbollah #Iran #military #targets #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #ახალიამბები #პოლიტიკა