გუდაურში კაფე-ბარ ,,ვიტამინის” შენობა დაიწვა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=144113 გუდაურში კაფე-ბარ “ვიტამინის” შენობა დაიწვა. “ვიტამინის” დაფუძნებელმა თეა კიკვაძემ ფეისბუკზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ იწვის შენობა. საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურის ცნობით, შეტყობინება ხანძრის შესახებ 112-ში არ დაფიქსირებულა, თუმცა გუდაურის ტერიტორიაზე მომუშავე მეხანძრე-მაშველებმა შეამჩნიეს კვამლი, ადგილზე მისვლის შემდეგ კი შენობა მათ უკვე დამწვარი დახვდათ. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ღია ცეცხლი არ არის და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.