დაკავება დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამიადამიანი დააკავეს სამართალდამცველებმა. ბრალდებულებმა საკუთარი კომპანიების მეშვეობით ფიქტიური ოპერაციები განახორციელეს, რა გზითაც 426 ათას 352 ლარის ყალბი აქტივი შექმნეს, რომელსაც შემდეგ კანონდარღვევით დაეუფლენ. მათ 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.