საქართველოს ფუტსალის ნაკრები დღეს საფრანგეთს დაუპირისპირდება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრაში საქართველოს ფუტსალის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. უახლოეს მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ტრამვის გამო 4 მოთამაშე გამოაკლდა. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჩატარებული ოთხი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შვიდი ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს. შეხვედრა 18:00 -ზე დაიწყება და მასპანდემიიდან გამოწვეული პაუზის შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება.