თურნავა: „5G ტექნოლოგია ეფექტური იქნება ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში“

Tbilisi Daily

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 5G ტექნოლოგია მნიშვნელოვანია განათლებაშიც. „5G ტექნოლოგია ეფექტური იქნება ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში. სახელმწიფო სერვისების ხარისხი, სისწრაფე,ეფექტურობა ჯერადობით გაიზრდება. 5G ტექნოლოგიით შესაძლებელი გახდება განვითარების სხვა დონეზე ავიყვანოთ სოფლის მეურნეობა. თუნდაც იმით, რომ სენსორული ტექნოლოგიის დანერგვით, შევძლებთ სრული სიზუსტით მიწის ნიადაგის ნებისმიერი მონაცემის გამოთვლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გათვალო სად რა კულტურა მოვა“, - განაცხადა თურნავამ. მისი თქმით, მნიშვნელოვან დარგებს შორისაა ტელემედიცინის სკოლა. „ასევე 5G ტექნოლოგია მნიშვნელოვანია განათლებაში, რადგან ამ პანდემიის დროს ყველამ დაინახა, რაოდენ მნიშვნელოვანია დისტანციური სწავლება. მაგრამ ხარისხი, სისწრაფე, სიზუსტე იქნება ჯერადობით უფრო მეტი“, - აღნიშნა  მიმისტრმა. ამავდროულად, 5G ტექნოლოგია მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სფეროსთვისაც, სადაც აუცილებელია კლიმატური პირობების წინასწარ გათვლა, იმისთვის რომ უსაფრთხოდ და საიმედოდ მოხდეს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. „მაგალითად შესაძლებელია წინასწარ ვიცოდეთ, როგორ შეიცვლება წყლის დონე მდინარის აუზებში, როგორი იქნება ამინდი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #ტექნოლოგიები #საქართველო #GeorgiaDaily