ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო ერთი პირი დააკავეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბათუმში პოლიციამ დააკავა არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრი ირაკლი ფანგანი. მას ბრალად ედება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრა. დაკავების ვიდეოს ფეისბუკის გვერდზე თავად „ალტერნატივა“ ავრცელებს. პოლიციის განმარტებით, ფანგანი დაკავებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენილია ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ინცდენტი ბათუმსი 23 იანვარს მოხდა, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივის" წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31066483.html #ახალი_ამბები #twitter