ოთხი წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან
Tbilisi Daily
ოკუპირებული ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზირიას მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა.
გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს მოკლეს. სასამართლომ რაშიდ კანჯი ოღლი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
2018 წლის იანვარს საქმეზე საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" პარტნიორ ორგანიზაციასთან, "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან" თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა საჩივრით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
საია საჩივარში ასაბუთებს რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული, სიცოცხლის და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებათა დარღვევას.