წითელზონაში მცხოვრები 6 წლის იუბილარის ლუკა პაქსაძის ახდენილი ოცნება

Marneuli Daily

წითელ ზონაში მცხოვრები 6 წლის იუბილარი, ლუკა პაქსაძე ოცნებობდა ტორტზე. მარადისში მცხოვრები იუბილარი ბიჭის, 6 წლის ლუკა პაქსაძის ოცნების შესახებ თვითიზოლაციაში მყოფმა სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა - სადაც ხათუნა ბოლქვაძემ ლუკასთვის სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და საოცნებო ტორტის შესაძენად დახმარება ითხოვა. შეტყობინებიდან მეორე დღეს, იუბილარს, მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, ოჯახში პირადად ეწვია და საჩუქრად ტორტი და ის სათამაშოები გადასცა, რაზეც პატარა ბიჭუნა ოცნებობდა. 6 წლის ლუკა პაქსაძის ოჯახი, წითელზონად გამოცხადებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში, თვითიზოლაციაში მას შემდეგ იმყოფება, რაც აქ მცხოვრებ 6 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. 11 აპრილიდან, სოფლის მაცხოვრებლებს სახლიდან გასვლის შესაძლებლობა აღარ აქვთ. ეპიდემიის გამო პატარა ლუკას ცხოვრების რეჟიმი სრულიად შეეცვალა. თვეებია, რაც თანატოლების მსგავსად ბაღში აღარ დადის, კარანტინის დღეებს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს და ამბობს, რომ ყველაზე მეტად მეგობრები და მათთან თამაში ენატრება. #ტორტი #ბიჭუნა #მარნეული #MarneuliDaily