დაურიგდებათ თუ არა წელს საჯარო სკოლის მოსწავლეებს წიგნები

Tbilisi Daily

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანდემიის ფონზე საჯარო სკოლებში მოსწავლეებს სახელმძღვანელოები შესაძლოა არ დარიგებოდათ. ინფორმაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გადავამოწმეთ: "ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სახელმძღვანელოები ყველა საფეხურის ბავშვს გადაეცემა. ყოველ წელს ახლდება წიგნები და სამინისტრო საჯარო სკოლების მოსწავლეებს გადასცემს. არც წელს იქნება გამონაკლისი", - გვითხრეს სამინისტროში. სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბერს განახლდება.