დიდი რაოდენობით ტესტირების გამო პასუხების მიღების დრო სამ დღემდე გაიზარდა - თამარ გაბუნია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილემ დღეს განმარტება გააკეთა ტესტირების პასუხების დაგვიანებასთან დაკავშირებით.
თამარ გაბუნიას განცხადებით, დიდი რაოდენობით ტესტების გამო დაყოვნების დრო 3 დღემდე გაიზარდა.
'იყო გარკვეული დაგვიანება იმ კუთხით, რომ თუ ადრე 24 საათში გვქონდა პასუხი დიდი რაოდენობით ტესტირების გამო დაყოვნების დრო გაიზარდა დაახლოებით 3 დღემდე. ზოგჯერ საჭირო ხდება პასუხის გადამოწმება და ამას შესაძლოა დამატებითი დრო დასჭირდეს. ამ მხრივ საველე ტესტირების პასუხები სრულად ამოწურულია და ჩვენ ვფიქრობთ ხვალ-ზეგიდან უკვე დავბრუნდებით ისევ 24 საათიანი ტესტირების პასუხს.
აქ მთავარია, რომ როცა ადამიანი მომლოდინეთა რიგებშია, მათ დაიცვან თვითიზოლაციისწესები'-თამარ გაბუნია.