ლევან რატიანი - კორონავირუსი დედამიწის მოსახლეობის 70-80-%-მა უნდა მოიხადოს

Tbilisi Daily

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და ყველამ უნდა მოიხადოს. - ამის შესახებ ლევან რატიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ განაცხადა. „ყოველდღიურად ვეცნობი ახალ ინფორმაციას, რომელიც ჩემს ან მედიცინის სხვა დარგს ეხება. ჟურნალისტებთან საუბრისას ერთხელ ვთქვი, რომ ეს არის მოსახდელი დაავადება. ეს ჩემი მოგონილი არაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეს არის ვირუსი, რომელსაც აქვს გავრცელების მაღალი უნარი, და ის დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 70-80 პროცენტმა უნდა მოიხადოს“, - განაცხადა რატიანმა. #news#კორონავირუსი#პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა#ლევან რატიანი#Tbilisi Daily#Dailynews