საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 696 პაციენტი

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ​42 579 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 696 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 26 800. ბოლო 24 საათში, კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 342-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 977 მოქალაქე, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 პირი. ინფიცირებულთაგან 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 8 882 ბინაზე, ხოლო 2 236 არის კოვიდსასტუმროში. გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 413 პაციენტი.