გურჯაანის სოფელ ჩალაუბანში 89 წლის კაცს ეძებენ
Pirveliradio Ge
მესამე დღეა კახეთში 89 წლის კაცს ეძებენ. პენსიონერი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ცხოვრობს.
სოფელში ამბობენ, რომ გურამ საგინაშვილი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ამიტომ მომხდარის შესახებ ოჯახმა სამართალდამცველებს შეატყობინა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, საძიებო სამუშაოებში პოლიცია და 23 მეხანძრე-მაშველია ჩართული.
გამოძიება ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.