შეერთებულ შტატებში ყველაზე რთული კვირისთვის ემზადებიან
Headline
“სამწუხაროდ ეს იქნება ძალიან რთული პერიოდი უმარავი სიკვდილით. „დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ აქამდე არ გვინახავს მსგავსი ციფრები, შეიძლება პირველი, ან მეორე მსოფლიო ომის დროს“,_ განუცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს.
„ შემდეგი კვირა იქნება ჩვენი პერლ ჰარბორი და „9/11“, ყველაზე რთული მომენტი მრავალი ამერიკელის ცხოვრებაში. მინდა ამერიკელებმა გაიგონ, რომ ვირუსი არ ჩერდება და თანდათანობით მთელ ქვეყანას ედება“,_ აცხადებს ამერიკელი გენერალი და სამხედრო ქირურგი ჯერომ ადამსი.
პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ რამდენი ადამიანი შეძლება დაიღუპოს პიკის პერიოდში.
სტატია ნათარგმნია „BBC”-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
#კორონავირუსი
#აშშ
#პანდემია
#headline