ახალ წელს ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ახალ წელს ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება. ამის შესახებ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, პეტრე ადამაძემ განაცხადა.
31 დეკემბერს ქალაქში არ ჩატარდება საახალწლო კონცერტი, არ იქნება საახალწლო ფოიერვერკი. ასევე, არ მოეწყობა საახალწლო ბაზრობა და არ ჩატარდება ალილო.
პეტრე ადამაძე ამბობს, წელს აქცენტი სოციალურ ღონისძიებებზე გაკეთდება:
"რეგულაციებიდან გამომდინარე ყველა სახის კულტურული ღონისძიება გაუქმებულია. გვინდოდა, რომ ქუთაისში საახალწლო ბაზრობა ყოფილიყო, თუმცა, ჩვენ უზუნველვყობთ, რომ მობილობა მაქსიმალურად იყოს შემცირებული."
მისივე თქმით, ქუთაისში ეწყობა მთავარი საახალწლო ნაძვის ხე და განათებები, რაშიც ჯამში 140 000 ლარი იხარჯება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31015342.html
#ახალი_ამბები
#twitter
#რეგიონები_