ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში მყოფთა რაოდენობა შემცირდა.
Zugdidi Daily
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რაოდენობა 7-ით შემცირდა და ახლა 95 პირი იმყოფება.
რეგიონში, თვითიზოლაციაში 8 პირი იმყოფება. ეპიდზედამხედველობა სულ 2095 პირზე დამყარდა.
გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლეული 178 ნიმუშიდან, ყველა პასუხი უარყოფითია.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ, დღეს, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.
ანაკლია განმუხური სამეგრელოზემოსვანეთი საკარანტინოზონა კარანტინი თვითიზოლაცია
zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com