7 ივლისს ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიაზე მაქსიმალური ტემპერატურა +42 გრადუსი დაფიქსირდება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
მომდევნო 2 დღის განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა.
სანაპირო კურორტები +33, +35 - შეგრძნების ინდექსი (Heat index) +40
დასავლეთის დაბლობი +40, +42 აღმოსავლეთის ბარი +37, +39.
მაღალი ტემპერატურისა და ბოლო დღეებში არსებული მშრალი ამინდის ფონზე საქართველოს მთიან ზონაში არსებობს ხანძრის წარმოქმნის მაღალი საშიშროება.
ამავდროულად მზის ულტრაიისფერი ინდექსი (Uv index) იქნება მაღალი- ნიშნულით #9 რაც მზის პირდაპირი ზემოქმედების დროს დამცავი საშუალებების გამოყენების აუცილებლობას გულისხმობს.