რომელ ქუჩებზე დაიწყება ზოლანულ-საათობრივი პარკირების სისტემა

Tbilisi Daily

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონში, მათ შორის პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზოლანულ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. კალაძის თქმით, 10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე 10 საინფორმაციო ჯიხური განთავსდება, სადაც მოქალაქეები სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებენ პარკირების ახალი სისტემის შესახებ. „მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც ასევე სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია და ეს არის ზონალურ-საათობრივი პარკირება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გვაქვს განხორციელებული პროექტები. საპილოტე პროექტები დავარქვით, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც დაინეგრა ზონალურ-საათობრივი პარკირება და მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებული გამოდგა ეს პროექტი და ჩვენ გვინდა, რომ უკვე შემდეგი ეტაპები განვახორციელოთ. საჭიროა შემდეგი ქუჩები და რაიონები განისაზღვროს, თუ სად განხორციელდება ზონალურ-საათობრივი პარკირების დაგეგმვა. შემდეგი ეტაპი იქნება საბურთალოს რაიონი, კონკრეტულად პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები, სადაც დაინერგება ზონალურ-საათობრივი სისტემა. შესაბამისად, 10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე განთავსდება 10 საინფორმაციო ჯიხური იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცი“, - განაცხადა კალაძემ.