რობერტო მარტინესმა მთავარი მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნა
Headline Sport
ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ ესპანელ სპეციალისტთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.
მარტინესი მწვრთნელის პოზიციას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე დაიკავებს.
გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი მწვრთნელი ეროვნული ნაკრების ტექნიკური დირექტორის როლსაც შეითავსებს.
რობერტო მარტინესის მიმდინარე კონტრაქტი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე იყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ჩემპიონატი 2021 წლისთვის გადაიდო.
ბელგიი ფეხბურთის ფედერაციაში კი გადაწყვიტეს მომდევნო ევროპის ჩემპიონატთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც ესპანელ სპეციალისტს მოემზადებინა ნაკრები.
ბელგიის ნაკრები ამჟამად ფიფას მსოფლიო რეიტინგში 1 ადგილს იკავებს. ევროპის საკვალიფიკაციოც წარმატებით გაიარა, მოიგო 10/10 მატჩი და ერთად გაიტანა 40 გოლი, საპასუხოდ კი მხოლოდ 3 გოლი მიიღო.
რობერტო მარტინესმა ბელგიის ნაკრები წინა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა, სადაც მისმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.
#headlinesport
#sport
#football
#beglium
#martinez
#euro2021
#euro
#fifa
#worldcup