რუსთავი 2-ის ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
კორონავირუსი კიდევ ერთ ტელეკომპანიაში დადასტურდა. ის 'რუსთავი 2'-ის საინფორმაციო პროგრამა 'კურიერის' ერთ-ერთი ჟურნალისტია. ამ ეტაპზე ტელევიზიაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, იძიებენ კონტაქტებს და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. როგორც არხის დირექტორმა განაცხადა, ტელეკომპანიას შემუშავებული აქვს სპეციალური პროტოკოლი, რის მიხედვითაც არხი მუშაობას განაგრძობს.