საფრანგეთში პოლიციელები მოკლეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საფრანგეთში, შეიარაღებულმა პირმა სამი პოლიციელი მოკლა და ერთი დაჭრა. ამის შესახებ პოლიციის დეპარტამენტსა და პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყებიან სააგენტოები Reuters-ი და AFP. 48 წლის შეიარაღებულმა კაცმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა ქალაქ სენ-ჟუსტის შემოგარენში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელები ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალის დახმარებას ცდილობდნენ. ქალი საცხოვრებელი სახლის სახურავზე იმალებოდა. შეიარაღებული კაცი ორმხრივი სროლისას მოკლეს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31014807.html #ახალი_ამბები #twitter